პორტუგალიელ ვარსკვლავს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სურდა, თუმცა მოლაპარაკება ვერცერთ გუნდთან ვერ შედგა, თანაც "წითელ ეშმაკებს" მისი გაყიდვა არ უნდოდა.
რონალდო "იუნაიტედში" კიდევ 1 წელს გაატარებს და შემდეგ წელს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აქედან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონი კრიშტიანოს გარეშე ჩაივლის.