ჯეიმი კარაგერი: რონალდო აღარავის არ სჭირდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა:

"მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს უცნაური ტრანსფერი იყო. მუდამ მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კარგად თამაშობდა, ეს მომენტი დადგებოდა. 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და ამის დაჯერება არ შემეძლო, ის ხომ მეორე ვიოლინოს როლზე არასოდეს დათანხმდებოდა. თუმცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე უნდა მიხვდე, რომ ის აღარ ხარ. პროფესიონალია და გრძელი კარიერა გამოუვიდა.

37 წლისაა, ამ სეზონში 38-ის გახდება. ის ძველი რონალდო უკვე აღარაა. ჯერჯერობით შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ ის აღარაა, რაც ადრე
იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ არც ერთ კლუბს არ სურს. ახლა ყველაფერი ისე მოჩანს, რომ "მანჩესტერს" მისი თავიდან მოცილება არ შეუძლია, ვინაიდან ის ევროპაში არავის არ უნდა.

ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
მესმის რონალდო პელემ გააკრიტიკოს ფენომენმა ზიდანმა ან რონალდინიომ მაგრამ კარაგერი ერთი ჩვეულებრივი დოყლაპია მცველი რომელსაც ჰიპია ჯობდა ხმას რატო იღებს? ან ნევილი დაცვაში ეგ არ ვარგოდა და შეტევაში ნოლი იყო. უნამუსო ხალხია რა ეხლაც და მომავალ წელსაც უამრავ ტოპ კლასის მცველსაც ცხვირით ახოხიალებს რონალდო! შეცდომა დაუშვა რეალში კიდე უამრაც გოლს გაიტანდა და შეილებოდა პელესაც დაწეოდა გოლების მხრივ მაგრამ ეშმაკი შეუჩნდა. რეალიდან ვინც კი წავიდა ვინ რა ჩიტი დაიჭირა იმას მაინც უყურონ
რონი
05 აგვისტო 2022 10:37
3
მე არ მახსენდება საფეხბურთო ისტორიაში რონალდოს მიმართ რომ მჟღავნდება ბოღმა.რომელიმე სხვა მოთამაშეს ქონოდეს როდესმე.
უბრალოდ ვერ მოუნელებიათ როგორ მიაღწია ამხელა წარმატებას.
თან ხომ დამკვიდრდა აზრი რომ რონალდო ვე არის ნიჭიერი მხოლოდ შრომით შეძლო და ეს მიდგომა ხომ კიდევ უფრო ბოღმავს კარაგერის ნაირ არ შემდგერებს.
:)
las
05 აგვისტო 2022 10:33
2
შეცდომა იყო რეალიდან წასვლა, იქ უნდა დაესრულებინა კარიერა. რეალში ვიღაც კარაგერის დასაცინი არ გახდებოდა. რეალში კარიერის დამთავრება მის სახელს უფრო მეტად განადიდებდა.
G.LA
05 აგვისტო 2022 09:42
0
ნეტა ამ ჩერჩეტი კარაგერისა და გარი ნევილის აზრები ვის აინტერესებს?ინგლისის თუ საქართველოს პარლამენტი?თუმცა მაგათ გენიოსი ჯონსონი ჰყავთ და!?
ლუკა
05 აგვისტო 2022 00:50
2
როგორც საქართველოში არიან პოლიტიკური ექსპერტები ისეა ესეც ფეხბურთში, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგაზე და ყველაზე მეტი ეროვნულ ნაკრებებში და ამ დროს გაკრიტიკებს კარაგერი!!!
რონალდუს შეცდომა იყო რეალის დატოვება, ფულზე გააკეთა აქცენტი და არა კარიერაზე, პერესი სთავაზობდა ორი წლით და შემდგომ ყოველ წელს გახანრძლივებას კონტრაქტისა და რეალშივე უნდა დაესრულებინა კარიერა, მაგრამ იუვესგან არჩია 4 წლიანი კონტრაქტი და ეხლა უკვე არავის აღარ უნდა იმიტომ რომ ძალიან მაღალი ხელფასი აქვს
მამუკა
05 აგვისტო 2022 00:35
2
რასაც ადამიანებში ვერ ვიტან ეს არის, ბოღმის სინდრომი, რასაც ავლენს ეს ვიღაცა კარაგერი. ჯერ ესეთი როლანდო თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ ახალგაზრდას ნამდვილად დაჩაგრავს, უბრალოდ ეხლა აქვს რთული პერიოდი (რასაც თავადვე შეუწყო ხელი) საერთოდ არ არის სასურველი დაუპირისპირდე მთავარ მწვრთნელს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს დაპირისპირება ყოველთვის მთავრდება ფეხბურთელისთვის, არასასიამოვნო შედეგით. მჯერა როლანდო მოიკრებს ძალას და გამოვა ამ მდგომარეობიდან!
თემო
04 აგვისტო 2022 22:53
4
რონალდო ბათუმის დინამოში !!!
ილიავარ...
04 აგვისტო 2022 21:49
2
არასდროს ვყოფილვარ რონალდოს თავგადაკლული ფანი მაგრამ რაც მან შეძლო თავის კარიერაში არც თუ ისეთი სუპერ ტალანტის საწყისებით უდიდესი პატივისცემის გარდა არაფერი დარჩენია მთელ მსოფლიოს
ჰელოუ
04 აგვისტო 2022 20:47
1
ვინც რა უნდა თქვას,მაგრამ მე მაინც მგონია,სადაც ითამაშებს,იქ,ერთ სეზონს მაინც კიდევ მაგრად ითამაშებს და ბევრ გოლს გაიტანს.
სოსო
04 აგვისტო 2022 20:35
1
კარეგემა წინა წელს დაამტკიცა რომ ყველაზე დებილი საფეხბურთო ექსპერტია, რაც ეს რეალზე ნეგატიურად ლაპარაკობდა და რეალმა ლიგა დადო მაინც, არ გამიკვირდება ამის ნათქვამის მერე რონალდუმ ოქროს ბურთი აიღოს :დდ
Nick
04 აგვისტო 2022 19:16
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული