"ჩელსი" ობამეიანგის გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
"ჩელსი" "ბარსელონას" 33 წლის თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას ცდილობს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

ლონდონური კლუბი გაბონელს ძირითად შემადგენლობაში ადგილსა და კარგ ხელფასს ჰპირდება. ამ დღეებში ფეხბურთელის წარმომადგენელი ეუხენიო ბოტასი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეხვდა.

"ბარსას" მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ ობამეიანგის იმედი აქვს და მისი გასხვისება არ სურს.

ობამეიანგმა გასულ სეზონში ლა ლიგის 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული