13:30 22-08-2022
"ნიუკასლი" სენსაციასთან ახლოს იყო - "მანჩესტერ სიტი" მარცხს გადაურჩა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის მე-5 წუთზე ანგარიში "ქალაქელთა" კაპიტანმა ილქაი გიუნდოგანმა გახსნა, თუმცა ედი ჰაუს შეგირდები მეტოქის კართან უამრავ მომენტს ქმნიდნენ, პარაგვაელმა მიგელ ალმირონმა 28-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მატჩის სადავეებს კვლავ "ნიუკასლი" აკონტროლებდა, კალუმ ვილსონის გოლით მასპინძლები შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ.
54-ე წუთზე "ნიუკასლის" განაპირა მცველმა კირან ტრიპიემ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გუნდი 2 ბურთიანი სხვაობით დააწინაურა, სვენ ბოტმანმა ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის შეჩერება ვერ მოახერხა და "სიტის" ახალწვეულმა პრემიერ ლიგის მე-3 მატჩში მე-3 გოლი გაიტანა. ერლინგის გოლიდან 4 წუთში, კევინ დე ბრუინმა ბერნარდო სილვას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა, პორტუგალიელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში გაათანაბრა. მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
"მანჩესტერ სიტი" მომდევნო მატჩს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" გამართავს. "ნიუკასლი" კი 28 აგვისტოს "ვულვზს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული