ზოგი ეძვირებათ, ზოგს მეორენომრობა არ უნდა - "მანჩესტერი" მეკარის ძიებას აგრძელებს და სავარაუდოდ, 33 წლის სლოვაკს დაიმატებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი მეკარის დამატებას რომ აპირებს, ეს ძველი ამბავია.

"წითელი ეშმაკების" სახელს არაერთი კიპერი დაუკავშირეს და მათ რიგებში გიორგი მამარდაშვილიც გახლდათ.

ბოლოს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების ერთ-ერთი რეალური ვარიანტი "აინტრახტის" კარის დარაჯი კევინ ტრაპი იყო, თუმცა ფრანკფურტელებმა გერმანელი 25 მილიონ ევროდ შეაფასეს, რაც "ეშმაკუნებს" ეძვირათ.

იყო გერმანიიდან, კერძოდ კი, "გლადბახიდან" იან სომერის დამატების ვარიანტიც, თუმცა შვეიცარელს წინ მუნდიალი ელის და არ უნდა, მეორე ნომერი იყოს.

ახლა კი ინგლისური პრესა წერს, რომ "მანჩესტერი" "ნიუკასლის" 33 წლის სლოვაკი
მეკარის, მარტინ დუბრავკას ვარიანტზე გადაერთო.

ის "კაჭკაჭკთა" ძირითადი შემადგენლობიდან ნიკ პოუპმა ამოაგდო და მზადაა, "ოლდ ტრაფორდს" მიაშუროს.

დუბრავკას სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული