"ევერტონმა" გვაუწყა, რომ "ბრაიტონიდან" 17 მილიონ ფუნტად 26 წლის ფრანგი ფორვარდი ნილ მოპე შეიძინა.
მან "გუდისონ პარკის" ბინადრებთან 3+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
მოპე "ნიცას" აღზრდილია. ის "ბრაიტონის" ფორმას 2019 წლიდან მოყოლებული ირგებდა და ამ დროში ჩატარებულ 109 მატჩში თავი 27 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.