"მანჩესტერი" "აიაქსისგან" 22 წლის ნახევარმცველ ანტონის 100 მილიონ ევროდ შეიძენს, - იტყობინება ამსტერდამული კლუბი საიტით.
ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "იუნაიტედი" კონტრაქტს 2007 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.
ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა, განაცხადა, რომ ანტონი ამდენი ნამდვილად არ ღირს, ვინაიდან არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, მხოლოდ რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, ხშირად კარგავს ბურთს და შეცდომებს უშვებს.