პრემიერლიგის მე-5 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე ჯეიდონ სანჩომ გაიტანა.
კრიშტიანო რონალდო მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, ერთი მშვენიერი მაკრატელაც შემოგვთავაზა, თუმცა მიზნამდე ცოტა დააკლდა.
ამრიგად, საშინელი სტარტის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილშიც მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, "არსენალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"მელიები" 1 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს, იმავე 4 სექტემბერს კი "ბრაიტონს" ესტუმრებიან.