"ლიზიმ კუბოში ითამაშა" - ირლანდიელებმა გარდაცვლილ დედოფალს დასცინეს

AutoSharing Option
ირლანდიური კლუბი "შემროქ როვერსის" ფანებმა დიდი ბრიტანეთის აწ უკვე გარდაცვლილ დედოფალ ელიზაბედ მეორეს დასცინეს და "იურგორდენთან" გამართული კონფერენს ლიგის მატჩის დროს სპეციალური ჩენტი რამდენჯერმე შეასრულეს. 

ბრიტანეთის დედოფალი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა, რაც ირლანდიელ გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდათ. "შემროქის" ფანები ჯერ სკანდირებდნენ ჩენტს: "ლიზი კუბოშია!", შემდეგ კი "ლიზიმ კუბოში ითამაშა!" (აღნიშნული სიტყვების ასე გაგებაც შეიძლება: "ლიზი საჯარიმოშია" და "ლიზიმ საჯარიმოში ითამაშა", რადგან box ინგილისურად კუბოსაც ნიშნავს და საჯარიმოსაც). 

"შემროქ როვერსი" ოფიციალური განცხადებით დაუპირისპირდა ფანების ამ მოქმედებას. ტექსტში ვკითხულობთ, რომ კლუბის ღირებულებებიდან
გამომდინარე მსგავსი საქციელი მიუღებელია. 

96 წლის ელიზაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ის დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 

მკითხველის კომენტარები / 24 /
აი ქართველების დასაცინი რო გახდება ვინზდორები და ინგლისის სამეფო გვირგვინი, მართლა ...
სანი
10:10 12-09-2022
26
მე მგონი მარტო ქართველები დავტირით "უდროოდ" გარდაცვლილ დედოფალს
ლალუკა
09:56 12-09-2022
3

სიახლეები პოპულარული