"მანჩესტერს" გაკპოს შეძენა უნდა - ტენ ჰაგს "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი ნიდერლანდელი მიჰყავს?

AutoSharing Option
Forbes-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პსვ-ის ვინგერის კოდი გაკპოს შეძენას შეეცდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და ახლა მხოლოდ "ეინდჰოვენთნ" მოლაპარაკებაღა დარჩა.

ნიდერლანდელი შემტევის ტრანსფერი უფრო სავარაუდო მას შემდეგ გახდება, თუ "ოლდ ტრაფორდს" კრიშტიანო რონალდო დატოვებს, რადგან სახელფასო ჭრილი შემცირდება.

მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის 7 შეხვედრაში გაკპომ 8 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული