ესპანელი კიპერი სწორედ ამ დროისთვის თავისუფალი აგენტი გახდება და მას ჯერჯერობით "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია.
"როხიბლანკო" 31 წლის დე ხეას დამატებაზე იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ იან ობლაკი გუნდის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.
დე ხეა "ატლეტიკოში" 2009/11-წლებში თამაშობდა და შემდეგ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.