დე ხეა "იუნაიტედს" ტოვებს? - ესპანელი მეკარე შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დავიდ დე ხეა შესაძლოა, ყოფილ კლუბ "ატლეტიკოს" დაუბრუნდეს.

ესპანელი კიპერი სწორედ ამ დროისთვის თავისუფალი აგენტი გახდება და მას ჯერჯერობით "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია.

"როხიბლანკო" 31 წლის დე ხეას დამატებაზე იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ იან ობლაკი გუნდის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.

დე ხეა "ატლეტიკოში" 2009/11-წლებში თამაშობდა და შემდეგ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება მამარდათი ჩაანაცვლონ
არჩი
15:32 30-09-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული