პირველი მანჩესტერული დერბი და ჰეთ-თრიკი! -"სიტიმ" "იუნაიტედი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერული დერბი" გაიმართა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.

შეხვედრა თავიდანვე "ქალაქელთა" უპირატესობით წარიმართა და ფილ ფოდენმა მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა, პირველი ნახევრის დასასრულს კი ერლინ ჰოლანის დრო დადგა, ნორვეგიელმა 3 წუთში დუბლი შეასრულა, რასაც 44-ე წუთზე შედეგიანი პასი დაუმატა და ფოდენს დუბლის შესრულებაში დაეხმარა.

მეორე ნახევრის 56-ე წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა შემტევმა ანტონიმ შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა, ერლინმა მესამე გოლს კიდევ ერთი ასისტი დაუმატა და ფილ ფოდენთან ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა, ცვლილებაზე შემოსულმა ენტონი მარსიალმა
84-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და 91-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"მანჩესტერ სიტიმ" ამ გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, "იუნაიტედი" კი 12 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, პეპ გვარდიოლას გუნდი მომდევნო ტურში "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს, "წითელი ეშმაკები" "ევერტონს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კასანომაც იგივე თქვა, რაც მე, მეტიც, უარესი, კერძოდ ის, რომ ჰალანდმა ფეხბურთის თამაში არ იცის...
ლაშა
16:50 03-10-2022
9
არაფერი მოთამაშეა. რატომ სერბეთთან ვერ ივარგა... იტალიასა და ესპანეთშიც ვერ ივარგებს. პრემიერლიგაში ქინქლაძეც მაგარი იყო, მაგრამ ბარსაში ვერ ივარგა.
Lasha
16:15 03-10-2022
10

სიახლეები პოპულარული