"რონალდოს "ომონიას" წინააღმდეგ ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, რადგან ეს მისი საღამო არ იყო. ვფიქრობ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
ჩემი აზრით, თუ ის "ევერტონის" წინააღმდეგ ითამაშებს, მეტოქის კარს აუცილებლად აიღებს", - ამბობს სქოულზი.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა დღეს გასვლაზე "გუდისონ პარკზე" "ევერტონთან" თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.