"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" 19 წლის ნახევარმცველ ანსუ ფატის სამსახურით დაინტერესდა, - იტყობინება El Nacional-ი.
ფატი სათამაშო დროის დეფიციტზე ჩივის და გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი სულაც არაა, "სიტი" კი პერსპექტიულ გარემარბს ფლანგის გასაძლიერებლად ეძებს.
ანსუს "ბარსასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.