ნუნიესის ლამაზი გოლით "ლივერპულმა" "ვესთ ჰემი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპულმა" "ვესთ ჰემს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი დარვინ ნუნიესმა 22-ე წუთზე გაიტანა. "ჩაქუჩებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა 45-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.

ამრიგად, მერსისაიდელები 16 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ შეხვედრას კი 22 ოქტომბერს, "ნოტინგემის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

"ვესთ ჰემი" 11 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, 24 ოქტომბერს კი "ბორნმუთს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული