კრიშტიანოს გარშემო სრული ქაოსია - ნაადრევად წავიდა, მწვრთნელს მისთვის ჯერ არ სცალია, რონალდოს დამ კი ტენ ჰაგს მალე წასვლა შეუთქვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს გარშემო კვლავ ქაოსია. პრემიერლიგის მე-12 ტურში "წითელმა ეშმაკებმა" "ტოტენჰემს" 2:0 კი სძლია და ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო თამაშიც კი ჩაატარა, მაგრამ ეს კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოახერხეს.

37 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის იყო და ერიკ ტენ ჰაგმა ის თამაშში არ ჩართო. ამით გულმოსულმა კრიშტიანომ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა და გასახდელს მიაშურა.

მატჩის დასრულების შემდეგ ნიდერლანდელ დამრიგებელს ჰკითხეს, რას ფიქრობთ რონალდოს საქციელზეო, რაზეც შემდეგი მიუგო:

"დავინახე, რომ კრიშტიანო გასახდელში წავიდა, მაგრამ მასთან არ მისაუბრია და ამის გაკეთებას ხვალ
ვაპირებ. ახლა მხოლოდ ზეიმის დროა და შემდეგ "ჩელსისთან" მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ", - თქვა ტენ ჰაგმა. 

ინფორმაციისთვის, რონალდოს მხარდაჭერა და თანადგომა მისმა და ელმა ავეირომ გამოუცხადა, ეს ყველაფერი კი "ტოტენჰემთან" მატჩამდე მოხდა.

მოგეხსენებათ, "ნიუკასლთან" დაპირისპირებაში ტენ ჰაგმა პორტუგალიელი 72-ე წუთზე შეცვალა, რის შემდეგაც ელმამ "სქრინშოთი" გამოაქვეყნა და დაწერა:

"თუ ასე გაგრძელდება, ტენ ჰაგი იანვრამდე ვერ მიაღწევს".

მან თავისი ძმის მოედნიდან გაყვანაზე ირონიულად ერთსიტყვიანი კომენტარიც გააკეთა - "დაგაგვიანდა", - აღნიშნა ელმამ.

ძნელი სათქმელია, გაუშვებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" იანვრამდე ტენ ჰაგს, ეს ალბათ ნაკლებადაა მოსალოდნელი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, კრიშტიანო, დიდი ალბათობით, ზაფხულში "ოლდ ტრაფორდიდან" აიბარგებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ცუდად მოიქცა!!!ასე ეკიდოს კაცს გუნდი და მარტო მის სტატისტიკაზე ფიქრობდეს მე არ გამიგია....დიდი ფეხბურთელია და ცუდი ეგოისტი ადამიანი
L.J.
15:36 20-10-2022
6
კრიშტიანოს ღუპავს, თავისი ამბიციური ხასიათი! ესეთივე მდგომარეობა ელის კილიან მპაბესაც, რომელსაც უკვე მაგრად აქვს თავში ავარდნილი.
giga
12:00 20-10-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული