როგორც უკვე გაცნობეთ, "მანჩესტერის" თავდამსხმელმა რონალდომ "ტოტენჰემთან" მატჩის დასასრულს დატოვა სტადიონი. "დეილი მეილის" ცნობით, იქამდე მან შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა.
"იუნაიტედის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელს გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა და ინდივიდუალურად მოუწევს მუშაობა.
კრიშტიანო პრემიერლიგის მე-13 ტურში "ჩელსისთან" ვერ ითამაშებს.
ინგლისში რონალდოს საქციელმა აღშფოთება გამოიწვია. "ასტონ ვილას" ყოფილმა თავდამსხმელმა გაბრიელ აგბონლაჰორმა თქვა, რომ 37 წლის რონალდო განებივრებული ბავშვივით სამარცხვინოდ იქცევა და "მანჩესტერი" მის გარეშე უკეთ თამაშობს.
მესისტი არ ვარ. ხვჩისტი ვარ ))