რონალდომ მოედანზე შესვლა იუარა - ინფორმაცია ერიკ ტენ ჰაგმა დაადასტურა

AutoSharing Option
ჟურნალისტი საიმონ სტოუნი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ტოტენჰემთან" მატჩის მიწურულს კრიშტიანო რონალდომ მოედანზე შესვლა იუარა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მისი თამაშში ჩართვა 87-ე წუთზე განუზრახავს, თუმცა პორტუგალიელს უარი განუცხადებია.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა.

მოგეხსენებათ, "ტოტენჰემთან" მატჩის ბოლო წუთებზე რონალდომ გასახდელს მიაშურა, შემდეგ სტადიონი დატოვა, რის გამოც პირველი გუნდიდან მოკვეთეს და ის "ჩელსისთან" მატჩის განაცხადში არ იქნება.

altთუ ეჭვი გეპარებათ რონალდოს სიდიადეში, იხილეთ ფოტო [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტერ ჰააგი, უდიდეს შეცდომას უშვებს როლანდოს მიმართ. ჯერ ესეთი ბოლო წუთებში, რომ შემოგყავს რა შენი ბავშვია, ამხელა ლეგენდა? როლანდოს ადგილას გავიხდიდი იმ ნარინჯისფერ ჟილეტს და სახეში ვესროდი გამოშტერებულ ტერ ჰააგს. ამ ბოლოდროს ძაან მოდაში შემოვიდა ლეგენდების მიმართ უპატივცემულობა, რაც საშინლად არ მომწონს.
გოჩა
17:36 21-10-2022
14
ძაანაც კარგი. როცა რონალდო ბოლო 3 წუთი შეგყავს, ე.ი ყველას ანახებ, რომ მას პატივს არ სცემ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში, მის უნარებზე მეტად, მხოლოდ დროის გაყვანა გჭირდება და ტემპის დაგდება. ასე რომ ამ შემთხვევაში ვამართლებ
ლადო
17:04 21-10-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული