"მანჩესტერის" დუბლებში გადაყვანილ 37 წლის თავდამსხმელ რონალდოს მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს პირველ გუნდში, თუ როტაციის ფეხბურთელობას დათანხმდება, - იტყობინება The Athletic-ი.
ამასთან დაკავშირებით ტენ ჰაგი პორტუგალიელს გაესაუბრება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
გამოცემის ცნობით, კლუბი რონალდოს გაშვებას შეეცდება და კონტრაქტის გაწყვეტას კომპენსაციის გადახდის გარეშე, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესთავაზებს.
გამოცემის ცნობით, კლუბი რონალდოს გაშვებას შეეცდება და კონტრაქტის გაწყვეტას კომპენსაციის გადახდის გარეშე, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესთავაზებს.
თუ რონალდო გაუშვა, "იუნაიტედი" მის შემცვლელს არ შეიძენს.
კრიშტიანომ ამ სეზონში პრემიერლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.