ჰოლანს გასაქანი არ მისცეს - "მანჩესტერ სიტი" "ბრენტფორდთან" ბოლო წუთზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-14 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ბრენტფორდს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა "ქალაქელების" უპირატესობით დაიწყო, თუმცა "ფუტკრების" თავდამსხმელმა აივან ტოუნიმ თავური დარტყმით "ბრენტფორდი" დააწინაურა

"სიტიმ" შეტევები განაგრძო და 45+1 წუთზე ფილ ფოდენმა ულამაზესი დარტყმით სხვაობა აღადგინა.

მეორე ნახევარში მატჩის სურათი არ შეცვლილა, პეპ გვარდიოლას გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. საპასუხოდ, 98-ე წუთზე აივან ტოუნიმ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

"მანჩესტერ სიტი" 32 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩება. "ქალაქელები"
მორიგ მატჩს 20 დეკემბერს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ბრენტფორდმა" ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ უხდიან 830 000-ს ფუნტს კვირაში ჩემამდე არ დადის?!
ლაშა
23:28 13-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული