გასრულდა ესე ამბავი - რონალდომ "მანჩესტერი" დატოვა

AutoSharing Option
ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ 37 წლის თავდამსხმელმა რონალდომ "მანჩესტერი" დატოვა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

კლუბმა პორტუგალიელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. რონალდომ განაცხადა, რომ კლუბი და მისი ფანები უყვარს, მაგრამ ახალი გამოწვევის დრო მოვიდა.

რონალდოს კონტრაქტი 8 თვის შემდეგ უსრულდებოდა, ამ პერიოდში 17 მილიონ ფუნტამდე უნდა მიეღო, მაგრამ კომპენსაციაზე უარი თქვა.

კრიშტიანომ ამ სეზონში პრემიერლიგის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამჟამად ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ჯერ უცნობია, რომელ
კლუბში გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დროა სამშობლოში დაბრუნდე და ერთ-ერთპორტუგალიურ კლუბს უეფას რომელიმე თასი მოაგებინო! ეს იქნება შენი კარიერის მწვერვალი!
Naturali Guruli
07:38 23-11-2022
0
ისე რეალში უნდა მოიყვანოს პერესმა ბენზემას შემცვლელად, ბენზო რაღაც ამ ბოლო დროს ბევრს ტრამვიანობს, გასატანს კი გაიტანს რონი, მარიანოს ნამდვილად აჯობებს და თან ცოტა ინტრიგა დაბრუნდება ლა ლიგაზე, მომავალ წელს თუ მესიც დაბრუნდა ბარსაში იქნებ ერთი წელი კიდევ ვისიამოვნოთ ამათი პაექრობით
მამუკა
06:53 23-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული