"სიტი" იოშკო გვარდიოლის სანაცვლოდ დიდ თანხას ჩამოდის
AutoSharing Option
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტის" "ლაიფციგისა" და ხორვატიის ნაკრების მცველის, იოშკო გვარდიოლის შეძენა სურს და მზადაა, მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გაიღოს.
"ქალაქელები" მზად არიან, თავად ფეხბურთელს წლიურად 11-12 მილიონი ევრო შესთავაზონ.
გვარდიოლის შეძენა "რეალსაც" სურს, რომელიც 90 მილიონს ჩამოდის, გასამრჯელოს სახით კი იოშკოს სეზონურად 6 მილიონ ევროს შესთავაზებს.