"იუნაიტედის" ლამაზი გოლები და მარტივი გამარჯვება "ბორნმუთთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბორნმუთი" 3:0 დაამარცხა.

"წითელი ეშმაკების" მხრიდან გოლები კაზემირომ (23), ლუკ შოუმ (49) და მარკუს რაშფორდმა (86) გაიტანეს.

ამრიგად, "იუნაიტედი" 35 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, პრემიერლიგაში შემდეგ შეხვედრას 14 იანვარს, "მანჩესტერ სიტისთან" გამართავს, მანამდე კი FA თასზე ჯერ "ევერტონს" (7 იანვარს) შეხვდება, შემდეგ კი EFL თასზე "ჩარლტონს" (11 იანვარს) უმასპინძლებს.

თავის მხრივ, "ბორნმუთი" 16 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო პრემიერლიგურ შეხვედრას 14 იანვარს "ბრენტფორდთან" გამართავს; ამ მატჩამდე, 7 იანვარს, FA თასზე "ბარნლის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული