"ბრაიტონის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ლეანდრო ტროსარდი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონური კლუბი ავრცელებს.
28 წლის ბელგიელი "არსენალმა" 21+5 მილიონ ფუნტად შეიძინა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.
ტროსარდმა ამ სეზონში პრემიერლიგის 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც "ბრაიტონში" საუკეთესო შედეგია.