"არსენალმა" "იუნაიტედს" ბოლო წუთზე მოუგო და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში მარკუს რაშფორდმა (17) და ედვარდ ნკეტიამ (24) გოლები გაცვალეს. მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე, ბუკაიო საკამ "მეთოფეები" დააწინაურა. 59-ე წუთზე ლისანდრო მარტინესმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, 90-ე წუთზე კი ედვარდ ნკეტიას გოლით მიკელ არტეტას შეგირდებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.

ამრიგად, 19 გამართული შეხვედრის შემდეგ "არსენალი" 50 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 50 ქულა
აქვს და ლონდონელებზე ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული. ეს გუნდები 28 იანვარს, FA თასის მეოთხედფინალში შეხვდებიან, 4 თებერვალს კი "მეთოფეები" "ევერტონს" ესტუმრება.

"იუნაიტედი" 39 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. შემდეგ პრემიერლიგურ მატჩს იმავე 4 თებერვალს, "კრისტალ პალასთან" ჩაატარებენ, მანამდე კი EFL თასის ეგიდით 2-ჯერ "ნოტინგემს" (26 იანვარსა და 2 თებერვალს) და FA თასის ეგიდით 29 იანვარს "რედინგს" შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული