"სანის" ცნობით, კიდევ ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს.
ფრენკ ლამპარდის გადაყენების შემდეგ "ევერტონი" უმწვრთნელოდაა და ამ დროს კლუბის ხელმძღვანელები სასწრაფოდ შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ზრუნავენ, ვინაიდან მათმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის 20 მატჩში 15 გოლი გაიტანა, რაც "ვულვერჰემპტონის" შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია.
"ევერტონს" არნო გრუნეველდის შეძენა სურდა, მაგრამ ის "ტოტენჰემში" გადავიდა და ახლა ლივერპულური კლუბი "დნიპრო 1"-ის თავდამსხმელ არტიომ დოვბიკის ტრანსფერზე მუშაობს.
"დნიპრო 1" დოვბიკის მხოლოდ ზაფხულში გაყიდვაზეა თანახმა და 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არავის არ დაუთმობს.
ინგლისური სტილი მოძველებულია, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ჩემპიონატების სტილის განავითარბაში ლომის წილი ლეგიონერებს მიუძღვით, მაგალითად, ფრანგული ფეხბურთი აფრიკელებმა განავითარეს. იტალიაში ყოველთვის იყო ფეხბურთელების მიგრაცია გამორჩეულად მაღალი, მაგრამ უმთავრესად იტალიურ ფეხბურთში არგენტილები ჭარბობდნენ, თუმცა რობერტო ბაჯოს დარი ტექნიკური ფეხბურთელი მათ არ ჰყოლიათ და ზოგადად ტექნიკურ ფეხბურთს ამრეზით უყურებდნენ, შედეგად კვარადონამ დააფიქრა იტალიური ფეხბურთის მწვრთნელები! ესპანურ ფეხბურთში დიდი როლი ლათინოამერიკელებმა, განსაკუთრებით ბრაზილიელებმა ითამაშეს, თუმცა აქ ბარსელონურმა ტიკი-ტაკამ დიდი როლი ითამაშა ესპანეთის ნაკრების სტილზე (ესპანური ნაკრების ტრიუმფისას ძირითადში 6 ბარსას ფეხბურთელი იყო!), მაგრამ ამჟამად ტექნიკური ელემენტების ნაკლებობა მაინც იგრძნობა, რადგან ხავი-ინიესტას წყვილის ფეხბურთიდან წასვლამ დინამიკური დაღმასვლა გამოიწვია. გერმანული ფეხბურთი პრაგმატულ და ძალიასმიერ ფეხბურთს თამაშობს და ყოველთვი სასურველია ფეხბურთელისთვის გერმანიაში ზრდა, მაგრამ ინგლისი, შოტლანდია და მისთანანი ყოვლად გაუგებარ საფეხბურთო სტილს ქადაგებენ, სუფთა სამეფო დოღი! ირბინე ცხენივით და არანაირი კრეატივი. 70-ეულში თუ არ არის ნაკრები, ფეხბურთელს უჭირს პრემიერლიგაში გადასვლა, მაგრამ ხვიჩა უნდათ! გასაგებია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ფეხბურთელებთან სამსახური სურთ, მაგრამ ამას ყოველთვი ვერ მიაღწევენ. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, არცერთი ოქროს ბურთის მსურველი პრემიერლიგაში თამაშის სურვილით არ იწვოდა და ვინც ინგლისში თამაშობდა (ბექჰემი, ოუენი, ანრი, მოდრიჩი...) მათაც კი დატოვეს იგი. ძალიან ბევრისთვის მითქვამს და კვლავ ვეტყვი, რომ გაუგებარი ინგლისური სტილი ტექნიკური ფეხბურთელისთვის მიუღებელია და მათ შორის ქართველებიც არიან. ასე რომ არაერთი სტატისტიკა მეტყველებს ინგლისურ ფეხბურთზე და ვისაც ფული უნდა 35 წელს ზევით უნდა წავიდეს საუდის არაბეთში!
არაფერს ღირებულს არ მოუტანს პრემიელრიგაში გადასვლა ქართველ ფეხბურთელს (და შესაბამისად ნაკრებს) ფულის გარდა!
ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია...