პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი - ენცო ფერნანდესი "ჩელსის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. ლონდონურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბენფიკას" 121 მილიონი ევრო გადაუხადა და პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. იქამდე ამ სტატუსს ჯეკ გრილიში ირგებდა, რომელიც "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტის" გასულ ზაფხულს 105 მილიონ ევროდ შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ენცომ "არისტოკრატებთან" 8.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში "ბენფიკას" მაისურით თავი 17 მატჩში 1 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

altენცოზე ვაჭრობა დაიწყო - "ლივერპულის" 100-მილიონიან წინადადებაზე "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაღაც საჭვოდ ხდება ჩელსიში. ჯერ აბრამოვიჩს გადაუხადეს 5 მილიარდი ევრო) ეხლა ასეთ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში) ახალი მფლობელი აშკარად დიდი ფულიანი ქალია და ხარჯავს მაღაზიაში)
dato
14:35 02-02-2023
0
ეხლა ამ ბიჭზე დაიბოღმეთ და ანთხიეთ ბოღმა, ჯერ იყოდა ის უკრაინელი მუდრიკი ამოიჩემეთ და ლამის ჯვარს აცვით, ახლა ეს, ყველას ხვიჩას ადარებთ ვითომდა მის გარდა სხვა ნიჭიერი ფეხბურთელი არ იყოს დუნიაზე,ან ბენფიკა რითია ნაკლები ნაპოლიზე, ისიც 22 წლისაა და რაც მთავარია არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო მოიგო, ამასთან ამპულით სხვა პოზიციის მოთამაშეა, ხვიჩას თავის გზა აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს,ისე როგორც იმ გადაოკიანელ ენცოსს....გადაიხადა ჩელსი-იმ 105 მილიონი თქვენი რა წავიდა როოო???
ჩელე
16:59 01-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული