მორგანი - მუდრიკზე: მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული ინდაური?

AutoSharing Option
პრემიერლიგის 22-ე ტურში, "ვესტ ჰემთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1), "ჩელსის" ნახევარმცველმა მიხაილ მუდრიკმა 67 წუთი ითამაშა, კარში არ დაურტყამს და დრიბლინგი არ განუხორციელებია.

100 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდში ჩატარებულ მესამე შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ინგლისელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა დასცინა.

"მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული ინდაური?", - დაწერა მორგანმა "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვეთანხმები კომენტარების უმეტესობას.კვარა გვერდზე გადავდოთ და წიტაიშვილი,დავითაშვილი ან საბა ლობჟანიძე მუდრიკზე უკეთ ითამაშებდნენ ჩელსიში??დავითაშვილი ნამდვილად არაა უკრაინელზე მაღალი დონის ფეხბურთელი.დავითაშვილი არ იყო ნაკრების თამაშების მერე ან თუნდაც დინამო ბათუმში ყოფნისას სწორხაზოვან და არაინტელექტუალ ფეხბურთელად რომ მოიხსენიებდნენ გულშემატკივრები? ლიგა 2 იც პრემიერლიგასთან შედარებით სულ სხვა დონეა,თუნდაც ლიგა 1.ან საბა ლობჟანიძე არაა მორბენალი და სწორხაზოვანი? გასაგებია,რომ არ ღირს ამდენი,მაგრამ კვარას გარდა ვერცერთი ნაკრების ფლანგის შემტევი ვერ ითამაშებდა ჩელსიში მუდრიკზე უკეთესად ესაა რეალობა.შევეშვათ სხვების დაკნინებას და ჩვენებს მივხედოთ. (Ჩაკვე უფრო შემტევი ნახევარმცველია,მიქაუტაძე ფორვარდი,მათ ვერ შევადრებ მუდრიკს და ისეც კლასით ორივე ჯობია მას,კვარა ისეც სხვა დონეა.აი დანარჩენები არაცერთი არაა მუდრიკზე მაღალი დონე.
გიორგი
12 თებერვალი 2023 13:58
3
ძალიან გაბერილი თანხა რომ იყო ყველამ ავღნიშნეთ. ხვიჩა ისეც შეუდარებლად წინ იყო და ყოველ დღე ამატებს წარმატებებს. არავის არ უთქვამს ხვიჩას ჯობიაო, არც სპორტალზე კომენტარებშიც არ წამიკითხავს და არც დასავლურ პრესაში. ტყუილებს ნუ წერთ კომენტარებში.
G.LA
12 თებერვალი 2023 10:18
2
კვარას და მუდრიკის შედარება იმიტომ ხდება რომ ორივე ფეხბურთელი მარცხენა ფლანგიდან უტევს, უბრალოდ კვარა უფრო მრავალფეროვანია და თავისუფლად შეძლებს ცენტრალური თავდასხმელის გარდა სხვა შემტევ პოზიციაზე თამაშს! მუდრიკი და კვარა ორივე ძალიან სწრაფები არიან, ტექნიკური არსენალით კვარა ბევრად აღემატება! კვარას იმედი რომ მაღალ დონეზე ითამაშებდა საიდან გვქონდა? ეროვნულ ნაკრებში მაღალ დონეზე რომ თამაშობს ფეხბურთელი და ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის, მაკედონიის, ბულგარეთის და სხვა ნაკრების მცველებს რომ თავბრუს დაახვევ, ამასთან ყველა თამაშში რომ აქტიური ხარ ეგ არის ინდიკატორი რომ მაღალი დონის ხარ რა! აბა რუსეთის ჩემპიონატში მოტივაცია ჰქონდა დაკარგული და ფსიქოლოგიური მომენტიც იყო, ნორმალურად პასის მიმწოდებელიც არ ჰყავდა. წარმატებები მუდრიკს იმედია ათამაშდება ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი.
zaza
12 თებერვალი 2023 15:58
1
გაათეთრეს ფული, რად უნდა ბევრი ბაზარი:)
პროფესტო
12 თებერვალი 2023 13:54
3
საგოლე მომენტში მაგისმა ვარდნამ გაალეტა ის გოლი. და კიდევ ჩელსიში ასე უცებ ვინ გახსნილა? მიქარა რო არსენალში არ წავიდა ეგ უკვე შახტარის ბრალია. მაგრამ დავაცადოთ.
არა რუსეთს
12 თებერვალი 2023 14:56
0
წინასწარ ბაქიბუქობამ ყოველთვის გააფუჭა საქმე,ნახეთ,ნაპოლის არამარტო გუნდის ხელმძღვანელობა,არამედ თვით გულშემატკივრებიც ხმას არ იღებენ,რომ შეიძლება ჩემპიონები გახდენ,რომ იტყვიან გუნდს არ თარსავენ,თქვენ მართლა თარსებო და ფეხბურთის უცოდინარნო,ჩაიკმინდეთ ხმა.
ნიკოლოზი
12 თებერვალი 2023 11:05
2
თუ მხოლოდ მორბენალი უნდოდათ,მაშინ ეყიდათ ბენ ჯონსონი მაგ ინგლისელებს...
tinni
12 თებერვალი 2023 08:50
2
დემბელესთან ახლოსაც ვერ მივა მაგ ამბავში
ანზ
12 თებერვალი 2023 16:01
0
ამის თამაში არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი.
თერჯოლელი
12 თებერვალი 2023 10:50
1
მარტო სირბილით და სისწრაით ფეხბურთი ითამაშებოდეს, ხუსეინ ბოლტი 10 გზის ოქროს ბურთის მფლობელი იქნებოდა
ოთარი
20 თებერვალი 2023 22:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული