სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და 24-ე წუთზე დე ბრუინმა დააწინაურა, რომელმაც ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა. 42-ე წუთზე საკამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. „სიტი“ მეორე ტაიმშიც მეტოქეზე აქტიური იყო და ლამაზი კომბინაციის შემდეგ გრილიშმა „ქალაქელები“ წინ გაიყვანა. შემდეგ ჰოლანმაც დალაშქრა „მეთოფეთა“ კარი და გვარდიოლას გუნდმა გაიმარჯვა.
მოკლედ, ინგლისის ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა, თუმცა „არსენალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელიც 18 თებერვალს ბირმინგემში „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება. „სიტი“ კი იმავე დღეს სტუმრად „ნოტინგემ ფორესტს“ შეხვდება.
- ჰოლანმა სამმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მან მიმდინარე ჩემპიონატზე 22 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
- "არსენალი" ჩემპიონატზე "მანჩესტერ სიტისთან" ზედიზედ მეთერთმეტედ დამარცხდა.
ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინი (24), 1:1 საკა (42, პენ), 1:2 გრილიში (72), 1:3 ჰოლანი (82)