ლუის ენრიკემ, შესაძლოა, "ჩელსი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ზაფხულში ლონდონის "ჩელსი" ჩაიბაროს. ამის შესახებ The Sun-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა გრემ პოტერს სეზონის ბოლოს თანამდებობიდან გაათავისუფლებს და მის შემცვლელად სწორედ ენრიკეს მოიაზრებს.

თავად ესპანელი პრემიერლიგაში მუშაობით დაინტერესებულია და "ლურჯების" გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა.

შეგახსენებთ, ენრიკე ბოლოს ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა, თუმცა "ფურია როხამ" მისი ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწია, რის გამოც "ბარსელონას" ყოფილ დამრიგებელს კარისკენ მიუთითეს.

alt"ლივერპული" იურგენ კლოპის შემცვლელად ლუის

ენრიკეს განიხილავს

altბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად, ალბათ, ლუის ენრიკეს დანიშნავენ

altლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის - მას დე ლა ფუენტე შეცვლის

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩელსის მწვრთნელი თუ უნდოდა ყავდა ტუხელის სახით, მომინდომა აქ ჰარი პოტერები და ჯადოსნები.
ტტტ
18:06 10-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული