მედიაში დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ "სპურსის" ამჟამინდელი მენეჯერი ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის შემდეგ "დეზების" მწვრთნელი აღარ იქნება.
"ტოტენჰემის" მესაჭის პოსტზე, სილვას გარდა, კიდევ ორი კანდიდატურა სახელდება: მაურისიო პოჩეტინო, რომელსაც ამ გუნდში უკვე უმუშავია და თომას ტუხელი, რომელიც "ჩელსიდან" წამოსვლის შემდეგ ჯერაც უმუშევარია.