ლონდონის ერთი გუნდიდან მეორეში? - მარკო სილვამ შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ტოტენჰემს" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, სათავეში "ფულემის" ამჟამინდელი დამრიგებელი მარკო სილვა ჩაუდგეს.

მედიაში დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ "სპურსის" ამჟამინდელი მენეჯერი ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის შემდეგ "დეზების" მწვრთნელი აღარ იქნება.

"ტოტენჰემის" მესაჭის პოსტზე, სილვას გარდა, კიდევ ორი კანდიდატურა სახელდება: მაურისიო პოჩეტინო, რომელსაც ამ გუნდში უკვე უმუშავია და თომას ტუხელი, რომელიც "ჩელსიდან" წამოსვლის შემდეგ ჯერაც უმუშევარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული