ოფიციალურად - კონტე "ტოტენჰემის" მწვრთნელობიდან გადააყენეს

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ტოტენჰემმა" მწვრთნელი ანტონიო კონტე სამუშაოდან დაითხოვა.

ლონდონური კლუბი იტყობინება, რომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. სეზონის ბოლომდე გუნდს კრისტიან სტელინი უხელმძღვანელებს, მისი თანაშემწე კი რაიან მეისონი იქნება.

კონტემ "ტოტენჰემი" 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. გასულ სეზონში გუნდი პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა და ამჟამადაც ამავე პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული