"ჩელსის" ნახევარმცველმა მიხაილ მუდრიკმა განაცხადა, რომ ზეწოლა მოტივირებულს ხდის.
"ჩემზე სერიოზული წნეხია, მაგრამ ეს პირველად არ ხდება. ეს მომწონს კიდეც, რადგან ერთხელაც იქნება და ვინც ამბობს, რომ წარუმატებელი ვარ, გამარჯვებულს მიწოდებს. დრო ყველაფერს გვიჩვენებს", - ციტირებს მუდრიკს Sky Sports-ი.
22 წლის უკრაინელმა "ჩელსიში" პრემიერლიგის 6 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.