"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა ტრავმა მოირჩინა და თამაში შეუძლია, - იტყობინება Sky Sports-ი.
"მან ბოლო ორი დღის მანძილზე კარგად ივარჯიშა, ასე რომ, მზად იქნება", - განაცხადა "ქალაქელთა" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, საზარდულის ტრავმის გამო ჰოლანი ნორვეგიის ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევროშესარჩევის მატჩში ვერ დაეხმარა.
ჰოლანმა ამ სეზონში პრემიერლიგის 26 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 8 აპრილს "საუთჰემპტონთან" ითამაშებს.