"ლესტერს", რომელსაც მამარდაშვილის გადაბირება სურს, გადასარჩენად ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტიალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლესტერის" ახალი მწვრთნელი ჯესი მარში გახდება.

ამერიკელი "მელიების" ბოსებთან მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაშია და მხოლოდ მცირე დეტალები დარჩა შესათანხმებელი.

მარშს King Power Stadium-ზე ურთულესი მისია დაევალება, რადგან "ლესტერი" უდიდეს კრიზისშია, გასავარდნ ზონაშია და თანაც შემდეგ ტურში "სიტის" სტუმრობს.

შეგახსენებთ, რომ "მელიებს" გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურთ. რაც შეეხება ჯესი მარშს, ის რამდენიმე თვის წინ ასევე პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "ლიდსს" ავარჯიშებდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მამარდასთვის მანდ წასვლა,"თხა ვიყიდე თხა გავყიდე,სარგებელი ვერა ვნახე "იქნება.ისიც ვარდება და ესეც,ისევ სახლში დარჩენა არ ურჩევნია?!ამბიციური კლუბი სჭირდება,ტიტულებისათვის რომ იბრძოლებს.
სოსო
15:36 09-04-2023
0
ჰოდა გადარჩეს თუ შეძლებს და გიოს თავი დაანებოს... უკეთესებიც არიან!
ლაშა
11:22 09-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული