მატჩი თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-5 წუთზე ჯონ სტოუნსმა ულამაზესი დარტყმით "ქალაქელები" დააწინაურა.
გატანილი გოლიდან 8 წუთში ერლინ ჰოლანმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 25-ე წუთზე ნორვეგიელმა კევინ დე ბრუინის პასით ისარგებლა და დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში შეხვედრის სურათი არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ გვარდიოლას გუნდი ფლობდა, თუმცა 75-ე წუთზე "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფორვარდმა კელეჩი იჰეანაჩომ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "ქალაქელები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "არსენალს" 3 ქულით ჩამორჩებიან. "სიტი" მომდევნო მატჩს 19 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლესტერი" 25 ქულით მე-19 ადგილს იკავებს. "მელიები" 22 აპრილს "ვულვზს" დაუპირისპირდებიან.
"მანჩესტერ სიტიში" დარწმუნებული არიან, რომ გვარდიოლა მალე გუნდს დატოვებს
"მანჩესტერ სიტის" ქულების ჩამოკლება ან პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება