პრემიერ ლიგის 32-ე ტურში გათამაშების ლიდერი "არსენალი" "საუთჰემპტომს" "ემირატ სტედიუმზე" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
მე-14 წუთისთვის სტუმრები კარლოს ალკარასისა (1) და ტეო უოლკოტის (14) გოლებით იგებდნენ. მე-20 წუთზე გაბრიელ მარტინელმა სხვაობა შეამცირა, 66-ე წუთზე კალეტა-კარმა "წმინდანების" უპირატესობა კვლავ ორბურთიანი გახადა.
თითქოს და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ "საუთჰემპტონი" მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა 88-ე წუთზე მარტინ ოდეგორმა გაიტანა, 90-ე წუთზე კი - ბუკაიო საკამ.
ამრიგად, "მეთოფეები" 75 ქულით პრემიერ ლიგის სათავეში რჩებიან, მეორე ადგილოსან "სიტის" 5 ქულით უსწრებენ ("ქალაქელებს" 2 მატჩით ნაკლები აქვთ), 26 აპრილს კი პეპ გვარდიოლას შეგირდებს ესტუმრებიან.
"საუთჰემპტონი" 24 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფება, 27 აპრილს კი "ბორნმუთს" უმასპინძლებენ.