"ტოტენჰემმა" ერთი დროებითი მწვრთნელი მეორით ჩაანაცვლა - ზაფხულისთვის ლონდონელებს ორი მთავარი კანდიდატი ჰყავთ

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში "ტოტენჰემი" გასვლაზე "ნიუკასლთან" 1:6 განადგურდა, რის შემდეგაც გუნდის დროებითი მწვრთნელი კრისტიან სტელინი გადააყენეს.

იტალიელის ნაცვლად "დეზებს" ასევე დროებით გუნდის ყოფილი ფეხბურთელი რაიან მეისონი სეზონის ბოლომდე დამოძღვრავს.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კი, "სპურსს" ზაფხულში კლუბის ჩაბარების ორი კანდიდატი ეყოლება.

პირველი და პრიორიტეტული იულიან ნაგელსმანი იქნება, ხოლო მეორე მენეჯერი "ფეიენოორდის" ამჟამინდელი დამრიგებელი არნე სლოტი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული