"ლიდსი" მწვრთნელს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეიცვლის - გრასიას სამსახური სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა

AutoSharing Option
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი "ლიდსი" უახლოეს საათებში გვაუწყებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია გათავისუფლებულია.

კლუბმა ბოლო 5 თამაშში 4 მარცხი განიცადა და ელიტიდან დაქვეითების სერიოზული საფრთხე ემუქრება.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, "ლიდსს" სეზონის ბოლომდე გრასიას ერთ-ერთი ასისტენტი მაიკლ სკუბალა დამოძღვრავს.

შეგახსენებთ, რომ "ლიდსმა" სეზონი ჯესი მარშთან ერთად დაიწყო, შემდეგ გუნდს დროებით სწორედ მაიკლ სკუბალა მოძღვრავდა, რის მერეც კლუბი გრასიას ჩააბარეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Saba kvirkvelias codvebi :)))tyuialad dasva skamze da vigac espaneli chasva misi moyvanili,sezoni mgoni ar chaumtabrebia arsad droze adre ushveben..
L.J .
15:23 02-05-2023
1

სიახლეები პოპულარული