ოდეგორის დუბლი და ლამაზი გოლები - "არსენალმა" ლონდონურ დერბიში "ჩელსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 34-ე ტურში "არსენალმა" ლონდონურ დერბიში "ჩელსის" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აქამდე "მეთოფეები" გამარჯვების მოპოვებას ზედიზედ 4 მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

შეხვედრა თავიდანვე "არსენალის" უპირატესობით დაიწყო. მე-18 წუთზე მარტინ ოდეგორმა ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა.

31-ე წუთზე ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა და მეტოქესთან სხვაობა გაზარდა. მეორე გატანილი გოლიდან 3 წუთში თავი გაბრიელ ჟესუსმა გამოიჩინა და არტეტას გუნდმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.

მეორე ნახევარში "არსენალი" გატანას კიდევ ცდილობდა, თუმცა საკუთარი გუნდი ტიაგო სილვამ იხსნა. 65-ე წუთზე "ჩელსის" გარემარბმა ნონი მადუეკემ "არისტოკრატების"
რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "მეთოფეები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 78 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" კი 2 ქულით უსწრებს, თუმცა "ქალაქელებს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "არსენალი" მორიგ შეხვედრას კვირას, 7 მაისს "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჩელსი" 39 ქულით მე-12 ადგილზეა. ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილი გუნდი შაბათს, 6 მაისს "ბორნმუთს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული