ოდეგორის ულამაზესი გოლი - "არსენალმა" "ნიუკასლი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ნიუკასლმა" "არსენალს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის მე-14 წუთზე "მეთოფეების" კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა და ლონდონელები დააწინაურა.

პირველ ტაიმში "ახალციხელებმა" არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა "არსენალის" მეკარე აარონ რამსდეილი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, 71-ე წუთზე კი გაბრიელ მარტინელის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ფაბიან შერმა საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "არსენალი" სატურნირო ცხრილში 82 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 1 ქულით
ჩამორჩება, მიკელ არტეტას გუნდი მორიგ მატჩს 14 მაისს "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუკასლი" 65 ქულით მე-3 ადგილზეა, ედი ჰაუს გაწვრთნილი გუნდი 13 მაისს "ლიდს იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული