ინგლისის პრემიერ ლიგაში 36-ე ტურის მატჩები გაიმართა.
"ნიუკასლი" "ლიდს იუნაიტედს" ესტუმრა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში მასპინძელთა კაპიტანმა, ლუკ ეილინგმა მე-7 წუთზე გაიტანა, 28-ე წუთზე პატრიკ ბემფორდს სხვაობის გაზრდა ორბურთამდე შეეძლო, თუმცა ფორვარდმა პენალტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, კარუმ უილსონმა "ლიდსის" კარში ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანა (31-ე და 69-ე), საბოლოო ანგარიში კი რასმუს კრისტენსენმა 79-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "ნიუკასლი" 66 ქულით მე-3 ადგილს ინარჩუნებს (ამდენივე ქულა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს, "ლივერპულს" კი - 62), შემდეგ შეხვედრას 18 მაისს, "ბრაიტონთან" ჩაატარებს.
თავის მხრივ, "ლიდსი"
31 ქულით გასავარდ ზონაშია ("ევერტონი" უსწრებს 1 ქულით), 21 მაისს კი "ვესთ ჰემს" ესტუმრება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვულზვს" უმასპინძლა და ენტონი მარსიალისა (32-ე) და ალეხანდრო გარნაჩოს (90+4-ე) გოლებით მარტივად გაიმარჯვა.
"წითელი ეშმაკები" 66 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, 20 მაისს კი "ბორნუმტსს" ესტუმრებიან.
"ვულვზი" 40 ქულით მე-13 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას იმავე 20 მაისს, "ევერტონთან" ჩაატარებს.
სხვა შეხვედრები:
"ასტონ ვილა" - "ტოტენჰემი" - 2:1
"ჩელსი" - "ნოტინგემი" - 2:2
"კრისტალ პალასი" - "ბორნმუტი" - 2:0
"საუთჰემპტონი" - "ფულემი" - 0:2