"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსი" გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 37-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა, რითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

მატჩი თავიდანვე "მანკუნიანელთა" უპირატესობით დაიწყო. მე-6 წუთზე კაზემირომ თავური დარტყმით "იუნაიტედი" დააწინაურა. ამის შემდეგ "ჩელსი" ბურთს აკონტროლებდა და ლამპარდის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 45+5 წუთზე ენტონი მარსიალმა სხვაობა ორბურთიანი გახადა.

73-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა, ამ გოლიდან 5 წუთში კი თავი ცვლილებაზე შემოსულმა მარკუს რაშფორდმაც გამოიჩინა. 89-ე წუთზე "ჩელსის" შემტევმა ჟოაო ფელიქსმა პრესტიჟის
გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 72 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. ტენ ჰაგის გუნდი ბოლო ტურის მატჩს 28 მაისს, "ფულემის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჩელსი" 43 ქულით მე-12 ადგილზეა. "ლურჯები" სეზონის ბოლო შეხვედრაში ასევე 28 მაისს, "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული