დაუჯერებელი ისტორია, რომელზეც ფილმის გადაღებაც შეიძლება - როცა მე-5 ლიგიდან იწყებ და მიზანს აღწევ...

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის პლეი-ოფში "ლუტონმა" პენალტებში "ქოვენთრი" დაამარცხა და თავისი ისტორიის განმავლობაში პრემიერ ლიგის საგზური პირველად მოიპოვა.

ყველაზე საინტერესო კი გუნდის 29 წლის მცველის პელი რუდომ მპანზუს ისტორიაა.

კორგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი "ლუტონში" ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ასპარეზობს, როდესაც გუნდი ინგლისის რანგით მე-5 ლიგაში თამაშობდა.

მპანზუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მე-5 დივიზიონიდან ერთი კლუბის რიგებში მოახერხა და პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა.

"ვგრძნობ რომ ფეხბურთის თამაში დავასრულე. მე ზაფხულში კარიერას დავასრულებ, დავიღალე, ეს ნამდვილი თავგადასავალი იყო.

ჩემს კარიერაში იყო წარმატებული და წარუმატებელი
მომენტებიც, მაგრამ შენ საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს და აი აქ ვარ მეც, პრემიერლიგის ფეხბურთელი", - თქვა მატჩის შემდეგ ემოციებით დატვირთულმა მპანზუმ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინისიუსი რომ დგამს სცენებს, ეს ფეხბურთელი რაფერია ნეტა?
რომ წაიღეს ტვინი რასიზმიო
სადაა რასიზმი?
ჭინჭყლი ლაწირაკი ჯუნიორი უნდა გატყიპოს ვინმემ ერთი კარგად
,,,,
21:33 28-05-2023
5
ოცნებების თეატრია პრემიერლიგა არამარტო ოლდ ტრაფორდი თუნდა ლესტერის ჩემპიონობა სასწაული
ჯუბა
19:02 28-05-2023
0

სიახლეები პოპულარული