ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერი" 2:1 დაამარცხა და 2019 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიპოვა ტიტული.
დუბლი გიუნდოგანმა დე ბრუინის პასებით შეასრულა. ანგარიში გიუნდოგანმა მე-13 წამზე გახსნა - ეს ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.
"სიტიმ" მანჩესტერული ბოლო 5 დერბიდან 4 მოიგო და 1 წააგო.
ამ სეზონში ტრებლის შესასრულებლად გვარდიოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" ძლევა სჭირდება.
ლონდონი. "უემბლი". 83 179 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - მანჩესტერი 2:1
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (1), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (33, პენ), 2:1 გიუნდოგანი (51)