შეთანხმება მიღწეულია - "ტოტენჰემმა" ახალ მწვრთნელთან მოილაპარაკა
AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვამცნობს, რომ "ტოტენჰემმა" "სელტიკის" ამჟამინდელ მწვრთნელ ანგე პოსტეკოღლუსთან შეთანხმებას მიაღწია და დიდი ალბათობით, ლონდონურ გუნდს სწორედ ის ჩაიბარებს.
ავსტრალიელი ახლა თავის ამჟამინდელ კლუბს უნდა მოელაპარაკოს და სამსახურიდან გათავისუფლდეს.
პოსტეკოღლუ "ტოტენჰემთან" 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს. ის გლაზგოელებს 2021 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებს და 2 სეზონის განმავლობაში 5 ტიტული მოაგებინა.