არგენტინის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ალექსის მაკალისტერი "ბრაიტონიდან" "ლივერპულში" გადავიდა.
კლუბი კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ადრე ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 35 მილიონ ფუნტად შეიძენდნენ და კონტრაქტს 2028 წლის ივნისამდე გაუფორმებდნენ.
"ლივერპულში" მაკალისტერი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ადრე ამ ნომრით სადიო მანე, ფილიპე კოუტინიო, მაიკლ ოუენი და ჯონ ბარნსი თამაშობდნენ.
ალექსისმა ამ სეზონში "ბრაიტონში" 40 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დეკემბერში არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.