პსჟ "სიტის" ბერნანდო სილვას სანაცვლოდ დონარუმასა და ვერატის სთავაზობს

AutoSharing Option
Foot Mercato-ს ცნობით, პსჟ-ს ძალიან სურს "სიტიდან" ბერნანდო სილვა დაიმატოს და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს.

ფრანგული კლუბი მანჩესტერელებს ჯანლუიჯი დონარუმასა და მარკო ვერატის სთავაზობენ, თუმცა "ქალაქელებმა" უარი შეუთვალეს.

უარყოფილი წინადადების მიუხედავად, ფრანგები საწადელის მიღწევას კვლავ შეეცდებიან და ახალ შეთავაზებას გააკეთებენ.

ბერნანდო სილვას დამატებით "ბარსელონაცაა" დაინტერესებული. გასულ სეზონში მან ჯამში 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დონარუმა მაგალითია იმის თუ რა ელის გამყიდველებს, კაცი მსოფლიოს N1-ს უმიზნებდა და სილვას ხურდათ იქცა.
ეეე
18:09 18-07-2023
1
"ლაივბალზე" აიაქსი-შახტიორის ამხანაგურ მატჩს ვუყურებ.პირველი ტაიმის შემდეგ,აიაქსი იგებს 3-0.უცხოელებიდან მხოლოდ გოჩოლეიშვილი ჰყავთ მოედანზე და თადარიგში,კიდევ 2 კაცი.
სოსო
17:00 18-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული